ინიშნებიან თუ არა ურეკში ივანიშვილის ძმის პროტეჟეები?!

ინიშნებიან თუ არა ურეკში ივანიშვილის ძმის პროტეჟეები?!

ურეკის რწმუნებული ემზარ გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავად გოგიტიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და კომენტარს არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ნაცვლად ბიძინა იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ძმის, ადიკო ივანიშვილის პროტეჟეა.

ცვლილებების მოლოდინშია ურეკის კულტურის სახლი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ დვალიშვილის ნაცვლად კულტურის სახლის დირექტორად ქეთევან ლორთქიფანიძე ინიშნება. როგორც სანდო წყარო ამბობს, ის პრემიერ-მინისტრის ძმის ახლობელია.

"ეს არის სიცრუე, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" სწორედ ამის გამო გამომიშვა სამსახურიდან და მაშინაც მსგავსი კითხვები იყო. ის არც ჩემი მეგობარია და არც ნათესავი", - ამბობს ქეთევან ლორთქიფანიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა