ინიშნება თუ არა ბილწსიტყვაობის მოყვარული ნინო გოგუაძე ოზურგეთის გამგებლის მოადგილედ?!

ინიშნება თუ არა ბილწსიტყვაობის მოყვარული ნინო გოგუაძე ოზურგეთის გამგებლის მოადგილედ?!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ, შესაძლოა, "რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძე დაინიშნოს. იგი ცნობილი ისტორიკოსის, ენვერ გოგუაძის ქალიშვილია.

ნინო გოგუაძემ "გურია ნიუსს" თავი აგრესიით და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა. 2012 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხებოდა ავღანეთში სამშვიდობო მისიით წასულ გურულ ჯარისკაცს, რომელიც დაიჭრა. სტატიაში ჯარისკაცის არც გვარ-სახელი იყო მითითებული და არც საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთმა ცენტრალურმა გაზეთმა კი, ორი დღით ადრე, ამ თემას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ჯარისკაცის ვინაობაც იყო მითითებული. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, "გურია ნიუსს" ნინო გოგუაძე დაუკავშირდა და უწმაწური სიტყვებით პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა განმეორებით ზარებს არ უპასუხა, გოგუაძე რედაქციაში მივიდა და ოფისში გააგრძელა "საქმის გარჩევა".

როდის დაინიშნება "რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძე ოზურგეთის გამგებლის მოადგილედ, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ის არ ადასტურებს დანიშვნის ფაქტს, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შეიტანა განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებასთან დაკავშირებით, არ უარუყვია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა