ოლეგ იაძის მანქანები ბიუჯეტის ფულით გაირეცხება

ოლეგ იაძის მანქანები ბიუჯეტის ფულით გაირეცხება

2013 წლის 30 იანვარს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა ინდმეწარმე კახა სტეფნაძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ 4 ავტომობილს სტეფნაძის სამრეცხაო სალონი მოემსახურება. დოკუმენტის ბოლოს წერია, რომ ხელშეკრულება შეთანხმებულია მუნიციპალიტეტის გამგებელ ოლეგ იაძესთან და მომსახურება 1815 ლარი დაჯდება. ოთხი მანქანიდან ორი - გამგებლის და მისი მოადგილის, დანარჩენი ორი კი საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მფლობელობაშია.

ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მსუბუქი ავტომობილი წელიწადში 55-ჯერ გაირეცხება. ხოლო დანარჩენი 3 (მაღალი გამავლობის) ავტომობილი 165-ჯერ. თითო მომსახურებაში სტეფნაძის საწარმო 6 ლარ სარგებელს იღებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა