ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

საქართველოს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა , მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მელნიკოვმა შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა.

"ოლეგ მელნიკოვი თანახმაა, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინონ. უკვე მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის თანხმობას. ახლა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ვადაში უზრუნველყოფს ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების გავლას", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მელნიკოვს სამშობლოში დაბრუნება "სიმართლის დასამტკიცებლად სურს".

"მელნიკოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სწორედ ამიტომ უნდა მისი ექსტრადიცია მოხდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მელნიკოვის საქმეზე კიევის სასამართლოში ხვალ სააპელაციო განხილვაა ჩანიშნული.

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციის პროცედურებს გადის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ