ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის 49 წლიანი იჯარით გასხვისებას აპროტესტებენ

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის 49 წლიანი იჯარით გასხვისებას აპროტესტებენ

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წინ, მოძრაობა "ივერიელებმა" და 50-მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ მუზეუმის 49 წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს. წინანდალში მდებარე კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსი ინვესტორს, "სილქროუდ ჯგუფს", 49 წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს გადაეცა. მოძრაობა "ივერიელების" თავმჯოდმარე ლევან კოჭლოშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ისტორიული შენობა და მასზე მიმაგრებული ნაგებობები კერძო ინვესტორს გადასცეს. ის თელავის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ხიდაშელის დასჯას ითხოვს.

"მოთხოვნაა გაირკვეს, როგორ მოხდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გადაცემა. კონკრეტულად, ვითხოვთ თამაზ ხიდაშელის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას - ადამიანის, რომელმაც საქართველოში პირველი კლასიკური ღვინის მწარმოებელი ქარხანა გაძარცვა, დაარბია. შაჰ აბასის შემდეგ პირველი იყო ეს პიროვნება, რომელმაც გაკაფა ვაზი", - აცხადებს "ივერიელების" თვამჯდომარე ლევან კოჭლოშვილი.

მოძრაობა "ივერიელების" თავმჯდომარე, თამაზ ხიდაშელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 7 თებერვალს საქართველოს მთავარ  პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.

სრული ვერსია

"რადიო თავისუფლება"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა