საპონი, რომელსაც ფულის სუნი აქვს

საპონი, რომელსაც ფულის სუნი აქვს

ამერიკელმა მამაკაცმა უცნაური სუნის მქონე საპონი შექმნა - ყავის, ღვინის, მარიხუანას, კვამლისა და ფულის არომატით.

წარმოშობით ნებრასკელი 27 წლის გამომგონებელი ადამ ანდერსონი ყოველთვის ოცნებობდა, რომ შეექმნა საპონი ”ნამდვილი მამაკაცებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მას მობეზრდა ”ქალების არომატიანი” საპნით ხელის დაბანა, რომელიც სხვადასხვა ყვავილებისგან მზადდება.

ადამმა სამზარეულო ქიმიურ ლაბორატორიად აქცია და უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ მაინც მიაღწია სასურველ შედეგს. სულ 20 განსხვავებული არომატის მქონე ჰიგიენური საშუალება შექმნა. ერთ-ერთ მათგანს ლუდის სუნიც აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ღირს - ანდერსონის საპონი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უცნაური სუნის მქონე საპონს ”მამაკაცის ხელები” ქვია და  7 დოლარი ღირს.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს