ვიქტორია ბექჰემი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში მოხვდა

ვიქტორია ბექჰემი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში მოხვდა

რამდენიმე დღის წინ რადიო BBC-მ ბრიტანეთის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი გამოავლინა. მათ შორის დედოფალი ელიზაბეტ II  შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი, ადელი, Vogue-ს მთავარი რედაქტორი ალექსანდრა შულმანი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი მოხვდნენ.

სიაში, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იქმნება, ისეთი ქალები ხვდებიან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაზე.

წელს პირველად, ეს სია საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად შეიქმნა.ბრიტანეთის 100 ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგში, პირველი 20 ადგილი ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა, დანარჩენი 80 კი ანბანის მიხედვით დალაგდა.

პირველი ადგილი ბრიტანეთის დედოფალმა დაიკავა, მეორეზე ტერეზა მეი გავიდა. საპატიო მესამე ადგილის მფლობელი Santander CEO-ს გენერალური დირექტორი ანა ბოტინი გახდა. ”ჰარი პოტერის” ავტორს, ჯოან როულინგს 13-ე ადგილი ერგო.

მომზადებულია BBC Radio-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება