სტამბულში დაჩაგრული მამაკაცების თავშესაფარს გახსნიან

სტამბულში დაჩაგრული მამაკაცების თავშესაფარს გახსნიან

სტამბულში თავშესაფრის გახსნას გეგმავენ, რომელშიც ქალების ძალადობის შედეგად დაზარალებულ მამაკაცებს დახმარებას აღმოუჩენენ.

ამის შესახებ თურქეთის ოჯახური საქმეებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ფატმა შახინმა განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ სამინისტროს სტატისტიკით, თურქი მამაკაცების დაახლოებით 3% ქალების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მხსვერპლია.

მინისტრის თქმით, პირველი ასეთი თავშესაფრის გახსნა სტამბულში იგეგმება, რადგან სწორედ ამ ქალაქიდან მიიღეს ბევრი მსგავსი განაცხადი.

მშენებლობის გახსნის ოფიციალური ცერემონია არ იგეგმება. უფრო მეტიც, ამ დაწესებულების ტელეფონის მოძებნა ცნობარში შეუძლებელი იქნება. ყველაფერი ანონიმურობის პრინციპით გაკეთდება. დაწესებულებას პოლიცია დაიცავს. ერთდროულად მასში 30 მამაკაცი იცხოვრებს.

ქალებისთვის მსგავსი სახლები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ჩვეულებრივ ისინი დაწესებულებაში მას შემდეგ ხვდებიან, რაც მეუღლის მუქარის, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სახლს ტოვებენ.

იქ მათ ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ. აუცილებლობის შემთვევაში ქალებს პროფესიული მომზადების კურსების გავლის შესაძლებლობაც აქვთ.

თურქეთში მამაკაცებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრს სახელმწიფო პირველად ქმნის.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა