გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"

გიორგი ღვინიაშვილი - "მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა და დღეს მინისტრის მოადგილის სავარძელში კეკლუცობს"

მინდა მოვუწოდო თინა ხიდაშელს, როდესაც პარლამენტში მინისტრებს დაიბარებს, დაუსვას კითხვები ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ხიდაშელის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"ამ დრომდე ეს საქმე რატომ არ არის გახსნილი? მე არჩევნების ღამეს, ჩემმა კონკურენტმა მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის მკვლელობა დამაბრალა. დღეს ის მინისტრის მოადგილის სავარძელში ნებივრად კეკლუცობს და რატომ ამ ადამიანის მიმართ არ უჩნდებათ კითხვები. იმედი მაქვს, როცა ეს საქმე გაიხსნება, მანანა ბერიკაშვილი აგებს პასუხს ჩემს მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვის",-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საგამოძიებო ორგანოებში საპარლამენტო უცირესობის წევრები მისვლას არ აპირებენ.

"მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას გავცემ პასუხს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში, ან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ოთხი წელი თბილისის მთავარი პროკურორი ვიყავი. ბუტა რობაქიძის საქმის გარდა, სხვა საქმეებმაც გაიარა ჩემს ხელში და ყველა საქმესთან დაკავშირებით მაქვს პასუხი",-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მოითხოვს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს გიორგი ღვინიაშვილი აფარებდა თუ არა ხელს ბუტა რობაქიძის მკვლელებს.

"მთელი 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაზე მეტად ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში. ჩვენ მთავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ მთავარი ჯგუფიდან იყო გიორგი ღვინიაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვას აღარ ვეხები. აქამდე, რომ არ იყო გიორგი ღვინიაშვილი დაბარებული პროკურატურაში, მე ამაზე მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან. რაც უფრო დიდი ხანი არ დაკითხავს პროკურატურა მას, მით უფრო დიდი პრეტენზია მექნება და ხვალ და ზეგ, მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას თუ ეს საქმე არ გაგრძელდა და თუ არ გამოიკვეთა ამ საქმეში ამ კაცს რამე ბრალი მიუძღვის თუ არ მიუძღვის და აფარებდა თუ არა ის ხელს ბუტას მკვლელებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა