"ბო­ლო თეთ­რამ­დე და­აბ­რუ­ნონ, რაც ქვეყ­ნი­დან გა­ი­ტა­ნეს და მერე, სა­დაც უნ­დათ, იქ წა­ვიდ­ნენ!"

"ბო­ლო თეთ­რამ­დე და­აბ­რუ­ნონ, რაც ქვეყ­ნი­დან გა­ი­ტა­ნეს და მერე, სა­დაც უნ­დათ, იქ წა­ვიდ­ნენ!"

ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე თვალ­საზ­რისს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გო­გა ხა­ინ­დრა­ვა გა­მო­ხა­ტავს, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ერ­თ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს ქვეყ­ნის ოც­წლი­ა­ნი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ. ბო­ლო ცხრა წე­ლი­წა­დი ხომ სა­ერ­თოდ აბ­სურ­დის თე­ატ­რად იქ­ცა, სის­ხლი­ან და ბო­როტ წარ­მოდ­გე­ნად, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე და­ა­სა­ხიჩ­რა ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად. დღეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა და­უბ­რუნ­დეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ცენ­ტრის რო­ლი. მედ­ლის მე­ო­რე მხა­რეს კი ტრა­გი­კო­მე­დიაა - სა­ა­კაშ­ვი­ლ­მა და მის­მა გუნ­დმა ყოვ­ლად შე­უწყ­ნა­რე­ბე­ლი მას­კა­რა­დი გა­მარ­თეს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ეს არის თა­ვის მოჭ­რა და დას­ტუ­რი იმ სიბ­რმა­ვის სინ­დრო­მი­სა, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში დღე­საც სუ­ფევს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ და­ი­ნა­ხო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტა­რა ცა­ხე­სია (გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის, ერნსტ თე­ო­დორ ამა­დე­უს ჰოფ­მა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რი - ნ.კ.), მა­ხინ­ჯი არ­სე­ბა, რომ­ლის ყვე­ლა სიტყ­ვა სიც­რუ­ე­ა?! მჯე­რა, ქვე­ყა­ნა ამა­საც გა­და­ი­ტანს, თუმ­ცა, მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მარ­თლაც ძალ­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ა.

- რას იტყ­ვით სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდარ ხმა­უ­რი­ან ინ­ცი­დენ­ტზე?

- სა­ა­კაშ­ვილს არა­თუ პარ­ლა­მენ­ტში, არც ერთ ცი­ვი­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­ვუშ­ვებ­დი. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ტო­რი და სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვე­ა, მან გა­ძარ­ცვა და გარ­ყვნა ქვე­ყა­ნა - ეს იცი­ან რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რეთ; მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ხინ­ჯი, უწე­სო თა­მა­ში, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც პო­ლი­ტი­კას უწო­დე­ბენ. ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი არ და­ერ­ქვას, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ლო­გი­კუ­რია ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ შე­უშ­ვეს, შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი მას­კა­რადს და­ემ­სგავ­სა და მე­ტად სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა მსგავს მას­კა­რა­დებს ცნობს. ან რას ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა ელ­ჩე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­შე? ში­შის­გან გო­ნე­ბა­ა­რე­უ­ლი, აკან­კა­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი ორი­ვე ხე­ლით ტრი­ბუ­ნას იყო ჩაბღ­ა­უ­ჭე­ბუ­ლი, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან წა­რა­მა­რა წყალს სვამ­და, პი­რი უშ­რე­ბო­და. რე­ჟი­სო­რი ვარ და კადრს ჩემ­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ელ­ჩე­ბის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­ზე, რომ ძველ­სა და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა თურ­მე პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­ა! თურ­მე ეს წყვეტს "ქარ­თლის ბედს". ამ აკან­კა­ლე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო ფი­გუ­რას მსოფ­ლიო 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რებ­და ელ­ჩე­ბის თვა­ლით და რაც მთა­ვა­რი­ა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს გა­წი­რავს, გა­და­ა­ბი­ჯებს თა­ვის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­საც კი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა მიჰ­ყვე­ბი­ან მას. რე­ა­ლუ­რად, ეს გუნ­დი გავ­ლე­ნას ვე­ღარ ახ­დენს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე, თუ არ ჩავ­თვლით მე­დი­ის ნა­წილს, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გო­ბა­ა... გი­გი უგუ­ლა­ვა კი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ტო­რი. უგუ­ლა­ვამ, მის­მა ზონ­დე­რებ­მა, ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს არე­უ­ლო­ბა, ისი­ნი ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვილ­სა და სხვა ქა­ლებს ამო­ე­ფარ­ნენ, მათ რომ მოხ­ვედ­რო­დათ მუშ­ტი და მე­რე აყ­ვი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. პა­სუ­ხი კი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ და მი­ხე­ილ მეს­ხმა აგეს.

- ბო­ლო ხანს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და...

- სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა მი­ნის­ტრებ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი იშო­ვეს, კის­რე­ბი და სხვა ად­გი­ლე­ბი გა­ის­ქე­ლეს ხალ­ხის ხარ­ჯზე და ახ­ლა უნ­დათ მშრა­ლად გა­მო­ვიდ­ნენ? ბო­ლო თეთ­რამ­დე და­აბ­რუ­ნონ, რაც ქვეყ­ნი­დან გა­ი­ტა­ნეს (ი­სიც ვი­ცით, სად აქვთ გა­ტა­ნი­ლი სიმ­დიდ­რე და ისიც - ვინ შე­უქ­მნა მათ ამი­სთ­ვის უსაფ­რთხო დე­რეფ­ნე­ბი) და მერე სა­დაც უნ­დათ, იქ წა­ვიდ­ნენ. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­გა­ვი ქვე­ყა­ნას ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და მო­ვა­შო­როთ!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა