ზემფირამ 6 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი გამოუშვა

ზემფირამ 6 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი გამოუშვა

ზემფრიმ თაყვანისმცემლებს სურპრიზი გაუკეთა. პოპულარულმა რუსმა მომღერალმა 6 წლიანი პაუზის შემდეგ, რიგით მეექვსე ალბომი გამოუშვა.

ალბომს "შენს თავში ცხოვრება" ჰქვია. ზემფირას ბოლო სტუდიური ალბომი 2007 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მომღერალი უწყვეტად მუშაობდა ახალ სიმღერებზე, შემდეგ კი დროებით სცენიდან წასვლის შესახებაც განაცხადა.

მომღერლის ახალ ალბომში 10 სიმღერაა შესული. მათგან რამდენიმე - მსმენელისთვის უკვე ცნობილია.

ზემფირამ თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი ახალი ამბავი აუწყა. მომღერალი ალბომის პიარ-კამპანიის ფარგლებში, რუსეთსა და ბალტიისპირეთში საკონცერტო ტურნეს იწყებს. ტურნეში, რომელსაც Z ეწოდება, 19 ქვეყანა მოხვდა. ზემფირას თაყვანისმცემლებს საშუალება ეძლევათ, მომღერლის ახალი სიმღერები ცოცხლი შესრულებით მოისმინონ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება