სტამბულში მამაკაცმა 9 თვის ორსული მეუღლე სცემა და აივნიდან გადმოაგდო

სტამბულში მამაკაცმა 9 თვის ორსული მეუღლე სცემა და აივნიდან გადმოაგდო

სტამბულში, გაზიოსმანპაშას რაიონში მამაკაცმა სასტიკად სცემა 9 თვის ფეხმძიმე მეუღლე და შემდეგ აივნიდან გადმოაგდო.

როგორც თურქული გამოცემა Milliyet-ი იტყობინება, ინციდენტის დღეს მეჰემდმა ორჯერ იკამათა მეუღლესთან, რის შემდეგაც მას ცემა დაუწყო. ცემის შემდეგ ქმარმა ორსული მეუღლე აივნიდან გადმოაგდო.

ქალმა მძიმე ტრავმები მიიღო, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც საკეისრო კვეთა გაუკეთეს. მას ქალიშვილი გაუჩნდა. ჩვილს თავდაპირველად სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა კარგადაა.

დედის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პოლიცია მოძალადე ქმარს ეძებს.

მომზადებულია Milliyet-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა