"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბს უცხოელებთან კეკლუცობის მეტი აღარაფერი დარჩენიათ"

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბს უცხოელებთან კეკლუცობის მეტი აღარაფერი დარჩენიათ"

მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნი­ნე­ლი ჭან­კვე­ტა­ძე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ყო­ველ­თვის ადევ­ნებ­და თვალს და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებ­და. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებს შე­უ­ერ­თდა. არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უა­რი თქვა და თე­ატრს და­უბ­რუნ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლი ჭანკვეტაძე დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რი­ა.

- ნათ­ქვა­მი­ა, რა­საც და­თე­სავ, იმას მო­იმ­კი­ო! სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 7 ნო­ემ­ბერ­სა და 26 მა­ისს რომ ჩა­ა­ტა­რა სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ა, ხე­ლებ­ზე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­ხუ­რავ­ზე რომ შე­მო­დეს და ცი­ნი­კუ­რად გა­მოგ­ვიცხ­ა­დეს, დენ­მა და­არ­ტყა­თო, ეს საქ­მე­ე­ბი რა­ტომ არ გა­მო­ი­ძი­ეს? სა­სა­ცი­ლოა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ლა­პა­რა­კი ძა­ლა­დო­ბა­ზე, სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბა­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დათ­რგუნ­ვა­ზე. ვაჟ­ბა­ტო­ნი გი­გი უგუ­ლა­ვა თა­ვა­წე­უ­ლი რომ შე­იჭ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­ში, რომ­ლებ­საც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცოცხ­ლე გა­უმ­წა­რეს, არ იცო­და, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და? ცი­ხის კად­რე­ბიც გვახ­სოვს, თუმ­ცა უფ­რო ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნა­ხავს, რად­გან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენს ფსი­ქი­კას უფ­რთხილ­დე­ბა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც 8 თე­ბერ­ვალს მოხ­და, ეს იყო პრო­ვო­კა­ცი­ა. ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ათ უცხოელებტან კეკ­ლუ­ცო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ყელ­ყე­ლა­ო­ბის გარ­და, - შე­ხე­დეთ, ოპო­ზი­ცი­ას რო­გორ გვდევ­ნი­ა­ნო! ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, იმის ნაც­ვლად, რომ ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ ქარ­თველ ხალხს, დას­ცი­ნი­ან. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად 8 თე­ბერ­ვალს მო­ვის­მი­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან, რომ თურ­მე წუხს გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო. არა­და, კარ­გად გვახ­სოვს ირი­ნა ენუ­ქი­ძის ბრძო­ლა ამ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ის სა­სა­მარ­თლოც, ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის მი­ხედ­ვით რომ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ცრუ­ობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ წუხს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გა­მო. პრე­ზი­დენ­ტმა ერ­თხე­ლაც ვერ მო­ა­ხერ­ხა, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი. ასე რომ, ნაც­მოძ­რა­ო­ბა უნ­და გა­სა­მარ­თლდეს. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი დავ­რჩე­ბი, თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აზრს უფ­რო გა­უ­წევს ან­გა­რიშს, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სას. ნაც­მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნ­და მიხ­ვდნენ, რომ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად ვე­ღარ გა­ივ­ლი­ან. დრო­ა, ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი და­ეს­ვას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ მი­მათ მე­ტი სიმ­კაც­რე გა­მო­ი­ჩი­ნოს. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ვე­წა­მეთ და უკ­ვე აუ­ტა­ნე­ლია კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის და სა­ა­კაშ­ვი­ლის ლაი-­ლა­ის მოს­მე­ნა, რომ თურ­მე უნ­და დას­რულ­დეს სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი და ა.შ. ეს ცი­ნიზ­მი­ა! არც თბი­ლი­სის მე­რის მი­ერ გამ­წა­რე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბი დაგ­ვვიწყ­ე­ბი­ა, სახ­ლე­ბი­დან რომ გა­მო­ყა­რეს და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებ­ში შე­ტე­ნეს. ამ დროს კი გა­მო­დის ცი­ნი­კო­სი უგუ­ლა­ვა და ამ­ბობს, რომ არა­ვის მის­ცემს თბი­ლი­სე­ლე­ბის და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბას. 8 თე­ბერ­ვალს სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, ჩე­მი პრი­ო­რი­ტე­ტი ხალ­ხის აზ­რის მოს­მე­ნაა­ო. რა­ტომ არ უს­მენ­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში? რა­ტომ წა­არ­თვა, რა­ტომ ჩა­რეცხ­ა, წაგ­ლი­ჯა და და­ხო­ცა ახალ­გაზ­რდე­ბი?!

- ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ 4 წე­ლი ვერ და­იც­დი­ან და გა­ცი­ლე­ბით ად­რე მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში...

- სიტყ­ვე­ბის რა­ხა­რუ­ხის მე­ტი რა­ღა დარ­ჩე­ნი­ათ?! გე­მი იძი­რე­ბა და ვირ­თხე­ბი გარ­ბი­ან, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნის შან­სი თით­ქმის არ აქვთ. ახ­ლა გუ­რამ დო­ნა­ძე ჩა­მობ­რძან­და. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ უცხ­ო­ეთ­ში საფ­რთხე ემუქ­რე­ბა და ახა­ლაი­ას მსგავ­სად ისიც მიხ­ვდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში მი­სი სი­ცოცხ­ლე გა­ცი­ლე­ბით და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ესეც ხომ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა?!

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლი, არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ თქვე­ნი საქ­მე გა­ა­კე­თეთ და ბრუნ­დე­ბით თე­ატ­რში...

- ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ: რო­დე­საც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ შე­მომ­თა­ვა­ზა მი­სი გუნ­დის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ში შეს­ვლა, უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის. თუმ­ცა მა­შინ­ვე ვუთხ­ა­რი, ამის იქით ნა­ბიჯს ვე­ღარ გა­დავ­დგამ­-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ, არ ვიქ­ნე­ბო­დი მარ­თა­ლი, ეს ტვირ­თი მე­ტა­რე­ბი­ნა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არა­ერ­თი წევ­რის მხრი­დან სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, ნი­ნე­ლის მი­ვე­ცი პი­რო­ბა და თა­ვი და­ა­ნე­ბე­თო (ი­ღი­მის). ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი რომ მი­მე­ღო, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­მე­დო, მე კი მსა­ხი­ო­ბი ვარ და ჩე­მი საქ­მე უნ­და ვა­კე­თო.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა