ანტონიო ბანდერასი ესპანეთის ”მსოფლიო ელჩად” დანიშნეს

ანტონიო ბანდერასი ესპანეთის ”მსოფლიო ელჩად” დანიშნეს

ანტონიო ბანდერასი ესპანეთის ”მსოფლიო ელჩად” დანიშნეს. მასთან ერთად საპატიო პოსტს იკავებენ "ფორმულა 1"-ის მრბოლელი ფერნანდო ალონსო, მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ხოსე ანდრესი და სხვები.

პრინცმა ფილიპემ და მისმა მეუღლემ პრინცესა ლეტიციამ ელჩებს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. მათ მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაცია ევალებათ.

სიტყვით გამოსვლისას პრინცმა ფილიპემ ყველა ესპანელს გაბედაობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ესპანეთს მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

სიტყვით გამოვიდა ანტონიო ბანდერასიც, რომელმაც პრინცი დაარწმუნა, რომ ახალი სტატუსით ის დაიცავს და განადიდებს საკუთარ სამშობლოს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება