ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეღვინეობას იწყებენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეღვინეობას იწყებენ

მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეღვინეობას იწყებენ. ისინი საფრანგეთში საკუთარ ვენახს ფლობენ. წყვილს ღვინის დამზადებაში ფრანგი მევენახე მარკ პერინი დაეხმარება.

მსახიობები საზოგადოებას საკუთარ ღვინოს მომავალ თვეში შესთავაზებენ. უკვე ცნობილია სახელწოდებაც "ჯოლი-პიტისა და პერინის ჩამოსხმული ღვინო".

როგორც ჩანს, ჰოლივუდში მეღვინეობაში ფულის დაბანდება "ახალი მოდაა". მეღვინეობით გატაცებულნი არიან ჟერარ დეპარდიე, ანტონიო ბანდერასი, ფრენსის ფორდ კოპოლა და სტინგი.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.