დიეგო მარადონას შვილი შეეძინა

დიეგო მარადონას შვილი შეეძინა

52 წლის არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მეოთხე შვილის მამა გახდა. დიეგოსა და მის საყვარელს, ვიქტორია ოჯედას, ვაჟი, დიეგო ფერნანდო შეეძინათ. ფეხბურთელი ამჟამად დუბაიში მუშაობს და როგორც მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, არ იცის მოიცლის თუ არა შვილისთვის და ჩავა თუ არა მის სანახავად არგენტინაში.

ჟურნალისტებს მარადონას პირადი ცხოვრება კარიერაზე არანაკლებ აინტერესებთ. ფეხბურთელის ყოფილი საყვარლების სია ვრცელია. 1984 წელს ის კლაუდია ვილაფანეზე დაქორწინდა. წყვილს 2 ქალიშვილი დალმა და ჯიანინა ჰყავს. მარადონა ინტერვიუებში და ავტობიოგრაფიულ წიგნში ამაყად ამბობს, რომ ცოლის ერთგული არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ცხოვრების მთავარ სიყვარულს უწოდებს.

კლაუდია და დიეგო 2004 წელს განქორწინდნენ. განქორწინების პროცედურის პარალელურად დიეგომ თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა"; პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მამად ეკუთვნის ნეაპოლში 1986 წელს დაბადებულ დიეგო სინაგრას. ისინი ერთმანეთს პირველად 2003 წელს შეხვდნენ. სინეგრამ მამის პროფესია აირჩია და ფეხბურთელი გახდა.

მომზადებულია carbonated.tv-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს