რიანას ფანმა ბოთლი ჩაარტყა

რიანას ფანმა ბოთლი ჩაარტყა

მომღერალ რიანას თავს გულშემატკივარი დაესხა. ვარსკვლავი მეგობართან, კარა დელვინგთან ერთად ღამის კლუბს სტუმრობდა. მეგობრები დროს მხიარულად ატარებდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად რიანასთან უცნობი ადამიანი მივიდა და მომღერალს უყვირა. გაბრაზებული გულშემატკივარი რიანას მისი საყვარლის, კრის ბრაუნის გამო ეჩხუბებოდა. თუმცა, უცნობი მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით არ შემოიფარგლა და ვარსკვლავს ბოთლი დაარტყა. შედეგად, რიანამ მუხლი იტკინა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პაპარაცებმა ბარიდან გამოსული რიანა გადაიღეს.

რიანას ფანები, მეგობრები და პრესა ყოველთვის აკრიტიკებს იმის გამო, რომ საყვარელს კრის ბრაუნს ვერაფრით ივიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ კრისი რიანას სცემდა, მომღერალს ის მაინც უყვარს. ისინი ხან შორდებიან, ხან რიგდებიან. თუკი ერთ დღეს ინტერვიუში რიანა ამბობს, რომ ბრაუნს არასდროს შეურიგდება, მეორე დღეს პაპარაცები მათ ერთად ხედავენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება