კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?

კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?

"გურია ნიუსი" რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის, მაია გიგაურის პროფესიული წარსულით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ სამოსამართლო საქმიანობას ეწევა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მაია გიგაური საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ნათესავია და წლების განმავლობაში მუშაობდა ხუროშვილის მეუღლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაია ივანიძის მდივნისა და თანაშემწის თანამდებობებზე. ივანიძე და ხუროშვილი ლექციებს კითხულობდნენ იმ ფაკულტეტზე, რომელიც გიგაურმა დაამთავრა მათივე რეკომენდაციით და დახმარებით. მაია გიგაურმა 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. დიპლომ-სერთიფიკატის აღების შემდეგ კი ნათესავი სამსახურში მოაწყვეს და მოსამართლის მანტიაც მოასხეს.

მაია გიგაური დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქალაქ მცხეთაში; 1997 წელს დაამთავრა მცხეთის #1 საშუალო სკოლა; 2002 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით; 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე; 2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; ამავე პერიოდიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა