ველისციხეში ყოფილი პოლიციელი დაჭრეს

ველისციხეში ყოფილი პოლიციელი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ყოფილი პოლიციელი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა. ტელეკომპანია "გურჯაანის" ინფორმაციით, ურთიერთდაპირისპირების მიზეზად ეჭვმიტანილსა და პოლიციელს შორის წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ყოფილ პოლიციელს ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია გურჯაანის რაიონულ საავამყოფოში ჩაუტარდა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ