სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. სომხეთის პირველ პირს ამომრჩეველთა 59%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს რაფი ოვანესიანს კი 37%-მა.

"დღეს სომხეთის მომავალს - ჩვენი მოქალაქეებისა და ოჯახების კეთილდღეობას მივეცი ხმა", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა ერევანში, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, სომხეთის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საერთაშორისო დამკვირვებლები კი არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებენ.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სარგსიანმა გაიმარჯვა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფონზე მიმდინარეობდა.

ინციდენტი უძღოდა წლევანდელ არჩევნებსაც - რამდენიმე კვირის წინ ერევანში, საკუთარი სახლის ეზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღით მხარში დაჭრეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი პარუირ ჰაირიკიანი. თუმცა, ეს უკანასკნელი სიკვდილს გადაურჩა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა