სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სკოლაში, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილია, განათლების სამინისტროს წამომადგენლებმა დახურული შეხვედრა გამართეს. ვინ და რატომ ეწვია ახალციხის მეხუთე სკოლას, არც განათლების სამინისტრო და არც სკოლა ამხელს. სამინისტროში არც იმას განმარტავენ, უკავშირდება თუ არა ვიზიტი ჟენია მერაბიშვილის ცნობილ სკანდალს.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 თებერვალს, დილით ჟენია მერაბიშვილმა სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონა თმით ითრია და მის ორ თანაკლასელს ქოლგით სცემა. მანამდე კი ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელი საკუთარ კაბინეტში დაიბარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თიკო ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მეხუთე სკოლაში 13 თებერვალს მომხდარ ფაქტზე სამინისტრომ მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო, თუმცა სამინისტროს დელეგაციის დღევანდელი ვიზიტის მიზეზი არ დააკონკრეტა. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა დათაშვილმა კი განაცხადა, რომ სამინიტროს წამომადგენლებს ამჯერად დახურული შეხვედრა აქვთ და კომენტარს არ გააკეთებენ.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა