თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"

თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"

თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

"ვინც ამ კადრებს ინახავდა, ვინც ამ კადრების არსებობა იცოდა და ეს აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, ის ეხლა რისი ღირსია? ეხლა რა ფორმით დადგება თეა წულუკიანის, არჩილ კბილაშვილის და მათი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იმ 30-ამდე პატრულს აიძულა დაეწერათ ცრუ ჩვენებები და ეთქვათ, რომ რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღები არ ჰქონიათო? ან იმ მონუმენტს რას უზამს წულუკიანი...ს ქალი, დიდი ზარზეიმით რომ გახსნა ამ რამოდენიმე დღის წინ? ვინმეს გახსოვთ რომელიმე იმ დაღუპული პოლიციელის სახელი და გვარი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა და კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა (თუნდაც ერთის მაინც), განსხვავებით იმ ადამიანების სახელების და გვარებისგან, რომლებსაც წულუკიანმა და ამ ხელისუფლებამ მონუმენტი დაუდგა? რა შეიძლება ეწოდოს ადამიანების უბედურების გამოყენებით და ცოცხებით მოსულ ხელისუფლებას? ან სად არის აქამდე იმ ვიდეო რგოლებზე გამოძიება, რომელი ვიდეოებიც არჩევნებამდე 11 დღით ადრე გამოაგდეს? რა სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ . . .

P.S. და ამ ყველაფრის მერე, ვინმეს გიკვირთ, რომ წულუკიანის და კბილაშვილის პროკურატურა დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აიძულებს არაერთ ადამიანს მიაცემინოს ის ჩვენება, რაც რეალურად არ ყოფილა და რისი სხვა სახის არც სამხილი და არც არანაირი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იქნება მოპოვებული? და ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ "გააპრავოს" მთელი ის პიარკამპანია, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ეწეოდა? აი წულუკიანის მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში " - წერს თუთბერიძე.

"რუსთავი 2"-მა ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავი კადრები დღეს გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რობაქიძის მკვლელობის ღამით, 2004 წლის 23 ნოემბერსაა გადაღებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს