"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება

"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება

საქართველოში ბოლო ხანს უამრავ უცხოელს შეხვდებით, მათ შორის, ჩინელებსა და ინდოელებს. რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოებას გააცნო თბილისის ზღვაზე ჩინელებისთვის განკუთვნილი ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელსაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დაჩაგრულები ამ მხრივ არც ინდოელები არიან, ინტერნეტპორტალ "იუთუბიზე" აღმოვაჩინეთ საინტერესო ვიდეო, სადაც ინდოეთის მოქალაქე, პენჯაბურ ენაზე, თავის ხალხს საქართველოში მიწის შეძენას სთავაზობს. ვიდეორგოლი კახეთშია გადაღებული, საინი დარმჯიტი საუბრობს ქართული მიწის უპირატესობაზე, სარწყავ არხებზე, უხვმოსავლიან მიწასა და იაფ მუშახელზე. ვიდეოს ქვევით მითითებულია ტელეფონის ნომერი: 571511804. დაინტერესებულ პირებს საქართველოში მიწის შესაძენად ინფორმაციის მოპოვება სწორედ ამ ნომერზე დარეკვით შეუძლიათ. გაირკვა, რომ კომპანიის, რომელიც საქართველოს მიწებს ყიდის, სათავო ოფისი ინდოეთშია და მისი ნომერია 9780069402. როცა მითითებულ ნომერზე მყიდველის სტატუსით დავრეკეთ, ნომრის მფლობელმა განმარტა, რომ მას ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია და თარჯიმანს უხმო.

- "იუთუბიზე" ვნახეთ ვიდეო, სადაც მიწებს სთავაზობთ მყიდველს...

- კი, ნამდვილად ასეა. რა ადგილზე გაინტერესებთ მიწის შეძენა?

- ალაზნის ველზე რამდენად შემიძლია მიწის შესყიდვა?

- ჯობია, აქ მოხვიდეთ და ადგილზე დავილაპარაკოთ. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ვყიდით მიწებს, მათ შორის თბილისშიც. ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება, გააჩნია, ახლოს არის თუ არა გზასთან და ასევე, რისთვის გინდათ მიწის შეძენა.

- ამ მიწების მფლობელი ეს კომპანიაა?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ეს არის კომპანია Crown Immigration, მობრძანდით და ადგილზე შეგიძლიათ დააზუსტოთ ფასები.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"