ოზურგეთის გამგებელს "რესპუბლიკური პარტიის" იგნორირებაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის გამგებელს "რესპუბლიკური პარტიის" იგნორირებაში ადანაშაულებენ

კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთელი ლიდერების ურთიერთობა ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოზურგეთის ოფისში "რესპუბლიკური" პარტიის ოზურგეთის ლიდერმა ტიფო მიქატაძემ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კოტე შარაშენიძეს ეხებოდა. მიქატაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებებს კოალიციის შეთანხმების გარეშე ახორციელებს და "რესპუბლიკურ" პარტიას არად აგდებს.

"საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებები არ არის შეთანხმებული კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ის გახლავთ, უმეტეს შემთხვევაში, ერთი კაცის, კოტე შარაშენიძის ან მისი პოლიტიკური გუნდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები" - განაცხადა ტიფო მიქატაძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა