საცვლების რეკლამა, რომელშიც მარტოსული მკერდი მონაწილეობს

საცვლების რეკლამა, რომელშიც მარტოსული მკერდი მონაწილეობს

დაივიწყეთ მირანდა კერი და როუზ ჰარტინგტონ უიტლი! ფრანგული საცვლების კომპანია Valege-მა პროვოკაციული სარეკლამო რგოლი შექმნა, რომელშიც მთავარ როლს მკერდი ასრულებს.

მხიარული ვიდეორგოლი მოგვითხრობს მარტოსულ მკერდზე, რომელიც მის მეწყვილესთან შეხვედრაზე ოცნებობს.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მარტოსული მკერდის სამი ისტორია შეიქმნა. ერთ შემთხვევაში ცალი მკერდი მეორეს აეროპორტში ელოდება, მეორე შემთხვევაში მოვლენები საკრუიზო გემის ტერმინალთან ვითარდება, ხოლო მესამე ვიდეორგოლში მარტოსული მკერდი სატელევიზიო შოუში იღებს მონაწილეობას.

ყველაზე პოპულარული კლიპის პირველი ვერსიაა. მარტოსული მკერდი აეროპორტის მოსაცდელში აბრით ხელში დგას, რომელზეც წერია "კეთილი იყოს შენი მობრძანება მარცხენავ". საბოლოოდ, მკერდის ორივე ნაწილი ერთმანეთს ხვდება.

კლიპს, რომელიც ბუსტჰალტერების რეკლამას წარმოადგენს, დასავლურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს