ჩინეთში უძველესი პორნო აღმოაჩინეს

ჩინეთში უძველესი პორნო აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით უნიკალური, "+18" პეტროგლიფი (კედლის მხატვრობა) აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოს უძველეს პორნოდ აღიარონ. კლდეზე შესრულებული ნახატი, რომელზეც ორგიაა ასახული, სავარაუდოდ, 4000 წლისაა.

აღმოჩენა დეტალურად აღწერს განაყოფიერების რიტუალს. ამასთან, თითოეული ფიგურა კონკრეტულ ეროტიკულ პოზაშია დახატული.

"გარდა ადამიანებისა, ნახატზე კარგად ჩანს ცხოველებიც. აქ ნამდვილად უძველესი რიტუალია წარმოდგენილი", - აცხადებს მკვლევარი დოქტორი დევის კიმბოლი.

სპეციალისტთა აზრით, ქვიშის საათის ფორმის ადამიანის გამოსახულებები მდედრობითი სქესის არიან. მამაკაცები განიერი მხრებით არიან დახატულნი. მათ ვიწრო წელი აქვთ. ზოგიერთი ფიგურა ორივე სქესს აერთიანებს. სავარაუდოდ ისინი ტრანსექსუალები, ან შამანები არიან.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორგიის ზოგიერთი მონაწილე ექსტაზის მდგომარეობაშია. ზოგი ფიგურა სქესობრივ კონტაქტს კონკრეტული მიზნით - ბავშვის ჩასახვით ამყარებს. ამას ნახატზე არსებული ემბრიონის გამოსახულებები ამტკიცებს", - აცხადებს მეცნიერი.

ნახატი სპეციალისტებმა 8 ნაწილად დაჰყვეს. ზოგ მათგანზე ორგიაა ასახული, ზოგზე - მასტურბაცია, ზოგიერთზე ადამიანებთან ერთად ცხოველებიც არიან.

"ერთი რამ უტყუარია, ნახატის მიზანია განაყოფიერების, გვარის გაგრძელების რიტუალის ასახვა. თუ ჩვენი ვარაუდები გამართლდა, უძველესი პორნოგრაფია ღრმა აზრით გამოირჩევა", - აცხადებს დევის კიმბოლი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს