აშურიანის ველზე ფილმ "ეპიკის" გადაღებები დასრულდა

აშურიანის ველზე ფილმ "ეპიკის" გადაღებები დასრულდა

კასპის რაიონში, "აშურიანის ველიზე", ქართულ-ბრიტანულ-გერმანულ-რუსული პროდუქტის "ეპიკის" გადაღება დასრულდა. "ეპიკი" შავი იუმორით გაჯერებული ფილმია და მოქმედება გამოგონილ ქვეყანაში - კარასტანში ხდება. კარასტინის მმართველი საკუთარ ქვეყანაში "ოსკარის" მფლობელ ერთ-ერთ რეჟისორს იწვევს, რათა ისეთი ფილმი გადააღებინოს, რომელმაც კარასტანის ძველი დიდება უნდა წარმოაჩინოს. რეჟისორის კარიერაში ამ ვიზიტით ყველაზე გიჟური მოგზაურობა იწყება.

ფილმის რეჟისორია ბენ ჰოპკინსი, აღმასრულებელი პროდიუსერი კი ბრიტანელი სტივენ დალდრი, რომელიც "ოსკარის" სამგზის ნომინანტი რეჟისორია ფილმებისთვის: "მკითხველი", "საათები" და "ბილი ელიოტი". სცენარის ავტორია პაველ პავილოვსკი, რომელიც წარმოშობით პოლონელია და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 

გადაღებებში ცნობილი მსახიობები ბრიტანელი მეთიუ მაკფეიდენი, ავსტრალიელი ნოა ტეილორი, ქართველი ლეო ანთაძე და სხვები მონაწილეობენ. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მეთიუ მაკფადიენი კინომოყვარულებისთვის ცნობილია რიდლი სკოტის ფილმიდან "რობინ ჰუდი", ასევე მას ვხვდებით ჯო რაიტის "სიამაყე და ცრურწმენა" და "ანა კარენინა".

ფილმის დასრულებას ავტორები და პროდუსერები  2014 წლის ბერლინის კინოფესტივალისთვის გეგმავენ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა