ჯორჯ ბუში ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება

ჯორჯ ბუში ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება

როგორც დასავლური პრესა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება. აშშ-ის ყოფილი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულნი არიან, როგორც მისი ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და ნათესავები.

ამერიკული ჟურნალი "Globe" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯორჯი მთელი დღე ხატავს და მისი მეუღლე, ლაურა მუდამ მის გვერდითაა. ოჯახის ახლო მეგობარი ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ ჯორჯის მდგომარეობა მძიმეა.

ყოფილი პრეზიდენტი მამაზეც წუხს, რადგანაც ჯორჯ ბუშ-უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არასახარბიელოა. როგორც ამერიკული ჟურნალი "National Enquirer" წერს, 88 წლის ბუშ-უფროსი ბრონქიტითაა დაავადებული.

"ჯორჯი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გაანადგურა. უფროსი ბუში ყველას ამხნევებს, რომ სიკვდილს არ აპირებს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ჯორჯი ამ ფაქტს განიცდის და რამდენიმე კვირის წინ დარდის გასაქარვებლად ბევრი სასმელი დალია", - წერს ჟურნალი National Enquirer.

მომზადებულია Globe-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა