ფიროსმანის სახლ-მუზეუმს მხატვრის სურათებს აღარ უბრუნებენ

ფიროსმანის სახლ-მუზეუმს მხატვრის სურათებს აღარ უბრუნებენ

ფიროსმანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის გალერეას ნიკო ფიროსმანაშვილის 3 ორიგინალური ტილოს დაბრუნებას სთხოვს. ტილოები: "მუშა სოსო", " მალაკნების ქეიფი" და "კალოობა", ნიკალას მშობლიურ სოფელში მოქმედი სახლ-მუზეუმიდან დროებით სარგებლობის მიზნით 6 წლის წინ გაიტანეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

დედოფლისწყაროს გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ უნიკალური შედევრები ფიროსმანის მუზეუმის საკუთრებაა და მათი დაბრუნება დედოფლისწყაროში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, სიღნაღში არსებული მუზეუმი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და სოფელ მირზაანში მოქმედ ფიროსმანის მუზეუმს ამგვარი დატვირთვა ჯერჯერობით არ გააჩნია.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა