უნიკალური შავ-თეთრი პითონი 16 000 დოლარად იყიდება

უნიკალური შავ-თეთრი პითონი 16 000 დოლარად იყიდება

აშშ-ში უნიკალური გველი - მდედრობითი სქესის სამეფო პითონი იყიდება. იშვიათი შეფერილობის, შავ-თეთრი გველის ფასი 16 000 აშშ დოლარია.

გველის პატრონის, კოლინ უივერის თქმით, ასეთი ფერის პითონი განსაკუთრებულია და ის მხოლოდ საფუძვლიანი სელექციის შედეგად გაჩნდა, რასაც კოლინმა 7 წელი მოანდომა. უივერი ირწმუნება, რომ მისი სამეფო პითონის გარდა, მსოფლიოში ასეთივე ფერის მხოლოდ ორი გველი არსებობს. აქედან ერთ-ერთი ისევ უივერის გამოყვანილია.

როგორც პითონის პატრონი აცხადებს, ასეთი სახის "მუტაცია გველებს არა მხოლოდ მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის, არამედ პითონთა მოშენებისთვისაც ძალიან კარგია".

ცნობილია, რომ სასურველი შედეგის მისაღებად წლებია საჭირო, ვინაიდან სამეფო პითონები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 6 კვერცხს დებენ.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს