"ნაგვის მდინარე" დუშეთში - ფეკალური მასებით დაბინძურებული არაგვით თბილისი სასმელი წყლით მარაგდება

"ნაგვის მდინარე" დუშეთში - ფეკალური მასებით დაბინძურებული არაგვით თბილისი სასმელი წყლით მარაგდება

დუშეთის ხევში, რომელიც დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 2 კილომეტრით არის დაშორებული, ნარჩენები 6 კილომეტრზეა გაშლილი. ხევში ნარჩენებს 1980 წლიდან ყრიან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვის სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე უკვე 20 მეტრს აღწევს. დუშეთის ხევი მდინარე არაგვს უერთდება და არაგვიდან წყალი ბოდორნის წყალსაცავში ჩაედინება, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა მარაგდება. დაბა ჟინვალის საკანალიზაციო სისტემიდან ფეკალური მასებიც მდინარე არაგვში ჩადის. ეპიდემიოლოგების თქმით, ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის გაფილტვრის შემთხვევაშიც კი, მოსახლეობაში ნაწლავური ინფექციის, სალმონელოზის და მუცლის ტიფის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია.

დუშეთის რაიონის დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში უკვე სამი წელია შპს "დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური" იმარჯვებს. დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიწაში უნდა იმარხებოდეს, მაგრამ ტენდერის პირობების თანახმად, მათ სამსახურს ეს არ ევალება.

რული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა