მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი რიო-დეჟანეიროში გადასახლდნენ

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი რიო-დეჟანეიროში გადასახლდნენ

იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და მისი ფრანგი მეუღლე, მსახიობი ვენსან კასელი რიო-დე-ჟანეიროში გადაბარგდნენ. მსახიობების თქმით, საფრანგეთიდან ბრაზილიაში გადასვლა მდიდრებისთვის დაწესებულ გადასახადს არ უკავშირდება. ცოტა ხნის წინ სწორედ ეს ფაქტი გახდა ჟერად დეპარდიეს რუსეთში გადასახლების მიზეზი.

"ბრაზილია ჯერ კიდევ 18 წლის წინ შემიყვარდა, - ამბობს ბელუჩი, - მსოფლიოში მოგზაურობას თავისი პრობლემები აქვს. მე კი მომწონს, რომ აქ შესაძლებელია ეს პრობლემები პოეზიად აღიქვა. შესაძლოა, ხუთი წლის შემდეგ კვლავ საყვარელ რომში დავბრუნდე. მაგრამ ახლა ჩემი ადგილი აქ არის, პლაჟზე, სადაც შემიძლია გამვლელელებს ვუყურო და ოკეანის ენერგიით დავიმუხტო.

მონიკას არაერთხელ უთქვამს, რომ რიო მისი საყვარელი ქალაქია.

"ჩემი სახლი პლაჟთან ახლოსაა, ის ზღვის ენერგიას ისრუტავს. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ. რაც მთავარია, აქ ყოველთვის ცხელა", - ამბობს ბელუჩი.

ცოტა ხნის წინ ვენსან კასელმა ბრაზილიაში მორიგ ფილმში გადაღება დაასრულა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება