კიმ კარდაშიანს და კენი ვესტს გოგონა ეყოლებათ

კიმ კარდაშიანს და კენი ვესტს გოგონა ეყოლებათ

რეალითი შოუს ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს და მის საყვარელს, კენი ვესტს, გოგონა ეყოლებათ. წყვილმა მომავალი შვილის სქესი ახლახან გაიგო.

"კენი და კიმი სიხარულით მეცხრე ცაზე არიან! კენის ყოველთვის სურდა ქალიშვილი ჰყოლოდა!" - აცხადებს წყარო.

კიმმა და კენიმ რომანი გასული წლის აპრილში გააბეს. დეკემბერში წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბავშვს ელოდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კენი ვესტი ბავშვის დაბადების შემდეგ რამდენიმე დამხმარის დაქირავებას აპირებს, თუმცა კიმ კარდაშიანი პარტნიორის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებს. რეალითი-შოუს ვარსკვლავი თვლის, რომ საკუთარ შვილს მარტოც კარგად მოუვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანი მშობიარობას კამერების წინ აპირებს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება