ზემფირას ახალმა ალბომმა რეკორდი მოხსნა

ზემფირას ახალმა ალბომმა რეკორდი მოხსნა

ცნობილი რუსი როკ-მუსიკოსის, ზემფირას ახალმა ალბომმა რეკორდი მოხსნა. მომღერლის ალბომი, რომელიც 14 თებერვალს გამოვიდა, უკვე ლიდერობს მოსმენების რაოდენობით.

ალბომი სახელად ”შენს თავში ცხოვრება” ინტერნეტ ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა. გამოსვლიდან პირველ 4 დღეში, მან ყველა ლიდერი უკან ჩამოიტოვა. ალბომში შემავალი 10 სიმღერიდან, 6 - ყველაზე პოპულარულ ტრეკთა ტოპ-ათეულში მოხვდა.

მთავარმა სიმღერამ უკვე ლეგენდად ქცეულ Gangnam Style-საც გაასწრო.

რუსულ შოუბიზნესში ვარაუდობენ, რომ ზემფირას საკონცერტო ტურნე, რომელიც ახალი ალბომის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შევა, არნახული ანშლაგით ჩაივლის.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება