დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს

დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს

დენიელ რედკლიფმა აღიარა, რომ იმდენად მოსწონს მსახიობი კრისტენ სტუარტი, რომ მზადაა ხელში აყვანილი ატაროს.

კრისტენი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ყავარჯნებით მივიდა. ვარსკვლავს ფეხზე ჭრილობა აქვს. სცენაზე გამარჯვებულის წარსადგენად სტუარტი "ჰარი პოტერის" როლის შემსრულებელ დენიელ რედკლიფთან ერთად ავიდა. დაჯილდოების შემდეგ დენიელმა აღიარა, რომ სურდა დახმარებოდა კოლეგას და სცენაზე აეყვანა.

"თავს საშინლად ვგრძნობდი. მინდოდა ხელში ამეტაცა და სცენაზე ამეყვანა. თუმცა შეიძლება დამვარდნოდა და მისი ჭრილობა განმეახლებინა", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.

დასავლურ პრესაში უკვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ დენიელი გულგრილი არ არის კრისტენ სტუარტის მიმართ.

"ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. იცით რა? ის ძალიან საყვარელია. ნამდვილად, ძალიან საყვარელია", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება