სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარია

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარია

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე ავტოცისტერნაა მობილიზებული, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ხანძრის შედეგად ცეცხლმოკიდებული შენობის მეორე სართული ნაწილობრივ ჩამოშლილია. იმ ნაწილიდან კი, რომელსაც ცეცხლი ჯერ არ მოსდებია, სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ავეჯის გამოზიდვას ცდილობენ.

ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში 20:40 საათზე შევიდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია