ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში დაზარალებულები ვეღარაფერს იხსენებენ

 ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში დაზარალებულები ვეღარაფერს იხსენებენ

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ორი დაზარალებული და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. სხდომა ამჯერადაც დახურული იყო. პრესასთან კომენტარის გაკეთება ხვედელიანის ადვოკატებმა არც ამჯერად ისურვეს.  სასამართლო პროცესი კი ისევ გადაიდო.

სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ბლიაძის (რომელიც ხვედელიანთან ერთად დააკავეს) ადვოკატის დემურ ალხაზიშვილის თქმით, სასამართლოზე დაკითხული დაზარალებულები გელაშვილი და მოტოიანი მომხდარის შესახებ ვერაფერს იხსნებენ.

"ვერ იგონებენ თუ რომელმა პოლიციელმა დაარტყათ. ავაყენე ხუთი ბრალდებული და სათითაოდ ვკითხე ყველას შესახებ მოტოიანს, თუ რომელთან ჰქონდა პრეტენზია და აღმოჩნდა, რომ მას პრეტენზია არცერთ მათგანთან არ ჰქონდა. ამდენად, გამოდის, რომ დაზარალებულად გელაშვილი და მოტოიანი ტყუილად სცნეს, ასევე დაზარალებულები ვერ ხსნიან, მომხდარი დანაშაულის შესახებ თუ რატომ არ შეიტანეს საჩივარი აქამდე. ე.ი. დანაშაული დაფარეს, ეს კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით", - ამბობს ალხაზიშვილი.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა