მიწისქვეშა ქალაქი ავსტრალიაში

მიწისქვეშა ქალაქი ავსტრალიაში

ავსტრალიაში პატარა მაღაროელთა ქალაქი კუბერ-პედი მდებარეობს, რომელიც მთლიანად მიწის ქვეშაა გაშენებული. ეს ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია, სადაც უდაბნოს კლიმატია.

მიწისქვეშა ქალაქი 1915 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამ ტერიტორიაზე ძვირფასი ქვის, ოპალის საბადო აღმოაჩინეს. მაღალი ტემპერატურის გამო, მაღაროელებმა მიწისქვეშ საცხოვრებელი ფართობი გათხარეს.

მაღარო დღემდე მოქმედებს. იქ მომუშავე ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ მიწის ზემოთ, 40 გრადუსიან სიცხეში ცხოვრობს, ხოლო მათ, ვინც მიწის ქვეშ ცხოვრება არჩია, საკმაოდ კარგი კომფორტი აქვთ შექმნილი. მათ სახლებში გრილა, ტემპერატურა 24 გრადუსს არ სცილდება, ხოლო ტენიანობა 20%-ია.

დიდი ხნის განმავლობაში კუბერ-პედის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. 1980-იან წლებში ავსტრალიის ამ უდაბნოს ათასობით ტურისტი მოაწყდა. 1981 წელს ადგილობრივმა უმბერო კორომ მიწის ქვეშ პირველი სასტუმრო "ააშენა". ახლა ქალაქში 3000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი ყოველდღიურად აფართოვებენ მიწისქვეშა ქალაქის ტერიტორიას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს