რასელ ქროუს ახალი საყვარელი ჰყავს

რასელ ქროუს ახალი საყვარელი ჰყავს

მსახიობ რასელ ქროუს ახალი საყვარელი ჰყავს. ვარსკვლავი ავსტრალიელ მომღერალ ნატალი იმბურლიას ხვდება.

თვითმხილველების განცხადებით, წყვილმა გასული შაბათ-კვირა ბევერლი ჰილსზე, ლუქს-კლასის სასატუმროში ერთად გაატარა.

"სულ ერთად იყვნენ და არ მალავდნენ ერთმანეთისადმი გრძნობებს. ფლირტი ყველას თვალწინ გააბეს. მოგვიანებით რასელის ნომერში რამდენიმე მეგობართან ერთად ავიდნენ და გვიანობამდე ერთობოდნენ", - აცხადებს წყარო.

მისივე თქმით, მალევე მეგობრებმა ვარსკვლავური წყვილი მარტო დატოვეს.

რასელ ქროუ ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს დანიელ სპენსერს, რომელზეც 9 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება