"ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირება გორში

"ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირება გორში

კოალიცია "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოსო სოსიაშვილმა 9 თანაგუნდელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და 4 მარტს დაგეგმილი, ადგილობრივი ყრილობის გამართვა გააპროტესტა. სოსიაშვილის თქმით, ყრილობას ის პირები უწევდნენ ორგანიზებას, რომლებიც მანამდე კოალიციის წევრები არ იყვნენ. პრესკონფერენციიდან რამდენი საათში ფეისბუქში, ფოტო გამოქვეყნდა, სადაც პრესკონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, კოალიციის მხარდამჭერი ზვიად ყველაშვილი შსს-ს აგენტობაში დაადანაშაულეს. ყველაშვილის ფოტოსურათი შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: "სოსო სოსიაშვილის გვერდით ვინც ზის, ის არის უშიშროების აგენტი. მან ფული შესთავაზა რესპუბლიკელ ნინო შალაშვილს, რომელიც ამაზე არ დათანხმდა, ხოლო შემდეგ მოწამლული კოკა-კოლა შეუტანა საარჩევნო უბანზე. საბედნიეროდ ნინო შალაშვილი გადარჩა".

სოსო სოსიაშვილი ამბობს, რომ თანაპარტიელების მხრიდან კონკრეტულ პიროვნებებზე ბინძური კამპანია აგორდა. ზვიად ყველაშვილმა კი ადვოკატი აიყვანა და ცილისწამებისთვის, ცრუ დასმენისთვის და დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის პროკურატურას მიმართავს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა