მარწყვის კოქტეილი - ვარდისფერი ტბა ავსტრალიაში

მარწყვის კოქტეილი - ვარდისფერი ტბა ავსტრალიაში

ვარდისფერი ტბა ჰილიერი (Lake Hillier) დასავლეთ ავსტრალიაში მდებარეობს. ტბას შეფერილობის გამო ხშირად მარწყვის კოქტეილსაც უწოდებენ.

ტბა 600 მეტრი სიგრძისაა. ჰილიერი ქვიშით, ევკალიპტის ხეებითა და ტყითაა შემოსაზღვრული, ტბის პირდაპირ კი ოკეანეა გადაშლილი. ზუსტად არაა განსაზღვრული, რა იწვევს წყლის ვარდისფერ შეფერილობას. მეცნიერთა ვარაუდით, უჩვეულო წყლის ფერს ბაქტერია იწვევს, რომლის პიგმენტებიც წყლის ფერს ცვლის.

ვერტმფრენიდან ყოველთვის შთამბეჭდავი პეიზაჟი იშლება - ჰილიერი განსაკუთრებით მიმზიდველი მზიან ამინდშია, როდესაც ტბა კაშკაშა ვარდისფერია და მზეზე საუცხოოდ ლივლივებს.

შეგახსენებთ, ჰილიერის მსგავსად ვარდისფერი წყალია სენეგალში მდებარე ტბა რეტბაში. თუმცა, რეტბა მხოლოდ უჩვეულო ფერით არ არის ცნობილი, მასში დიდი რაოდენობით მარილია. 1970 წლიდან ადგილობრივი მცხოვრებლები ტბაში მარილს მოიპოვებენ; მას თევზის დასაკონსერვებლად იყენებენ.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს