"ნუ უცეკვებ ოკუპანტს!" - სოციალური პროტესტი ანსამბლ "ერისიონს"

"ნუ უცეკვებ ოკუპანტს!" - სოციალური პროტესტი ანსამბლ "ერისიონს"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში გამგზავრების ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო ჯგუფები შეიქმნა. ინტერნეტ-მომხარებლები ანსამბლის მიერ კრემლში კონცერტის გამართავას აპროტესტებენ.

ჯგუფი, სახელწოდებით "ნუ უცეკვებ ოკუპანტს!" ასეთი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:

"ანსამბლი ერისიონი მოსკოვიდან 11 მარტს ჩამოდის, დავხვდეთ ისე როგორც შეჰფერის ყველა მას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულთა ძვლებზე შალახოს ცეკვავს!

რუსეთმა უნდა იცოდეს რომ მას აქ დასაყრდენი იმაზე მცირე აქვს ვიდრე ჰგონია. უნდა იცოდეს პუტინმა, რომ მას არ შეუძლია საქართველოს ტერიტორიები დაიპყროს, ქართველი ჯარისკაცები ჩახოცოს, ჩვენი ქალაქები დაბომბოს, და მაინც პურ-მარილით დახვდეს საქართველო მას.

დავანახოთ რომ საქართველო არსებობს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ.

ყველაზე დიდი მტერი შიგნით არსებული კოლაბორაციონალისტები არიან!

მათ არ უნდა იგრძნონ თავი კომფორტულად!".

გარდა ამისა, "ფეისბუქზე" მოქმედებს გვერდი, სახელწოდებით "ჩემთვის ერისიონი აღარ არსებობს, ის უკვე კრემლისიონია", სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები საპროტესტო შინაარსის პოსტებსა და ფოტოებს აქვეყნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 9-10 მარტს მოსკოვში, კრემლის დარბაზში, ანსამბლი "ერისიონი" კონცერტს გამართავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს