ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის

ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის

ბარაკ ობამას უფროს ძმას, კენიაში მცხოვრებ 55 წლის პოლიტიკოს მალიკ ობამას ორი ცოლი ძალადობაში სდებს ბრალს. მალიკს სულ 12 მეუღლე ჰყავს.

როი მალიკ ობამამ  უმცროს ძმას მიბაძა და კენიის არჩევნებში გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფროსმა ობამამ კარგად გამოიყენა ოჯახური მდგომარეობა და მოსახლეობაში გაავრცელა ბუკლეტები, რომელსაც თეთრ სახლში, თავის ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო ამშვენებდა.

"მალიკ ობამა - ადამიანი საერთაშორისო კავშირებით, რომლებსაც ახალი ქარხნებისა და ფაბრიკების ასაშენებლად ინვესტორთა მოზიდვა შეუძლია. მიეცით ხმა ობამას - მიეცით ხმა ცვლილებებს!", - ასეთია მომავალი გუბენატორის ლოზუნგი.

თუმცა მალიკის ოცნებები დიდ პოლიტიკაზე, შესაძლოა, მისმა შელახულმა რეპუტაციამ ოცნებადვე დატოვოს. უფროს ობამას  კენიაში ალფონსის სახელი აქვს გავარდნილი და შინ ნამდვილი ჰარამხანა აქვს.

პოლიტიკოსის 12 ცოლი ირწმუნება, რომ იგი ცოლებს სცემს. გარდა ამისა, ქალები აცხადებენ, რომ ობამამ მისი ბოლო ცოლი 17 წლის ასაკში შეაცდინა, რაც ქვეყნის კანონებს ეწინააღმდეგება.

მალიკის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს მისივე საარჩევნო გუნდის წევრებმაც. ისინი აცხადებენ, რომ ობამა მათ კვირაში მხოლოდ 7.5 დოლარს უხდის და სამუშაო საათებში არ უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას.

რაც შეეხება აშშ-ის პირველ პირს, ის დუმილს ამჯობინებს და არანაირ კომენტარს არ აკეთებს მისი მრავალრიცხოვანი სანათესაოს შესახებ. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა