ქეით მიდლტონი გოგონას ელოდება

ქეით მიდლტონი გოგონას ელოდება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ფეხმძიმობის შესახებ, ბრიტანეთი მომავალი მემკვიდრის სქესზე მსჯელობს. წყვილი დღემდე დუმდა, თუმცა ქეითს ბავშვის სქესი მაინც წამოსცდა.

ინგლისის ქალაქ გრიმბსში ვიზიტისას, სამი თვის ორსულმა ქეითმა შემთხვევით გაამხილა, რომ ქალიშვილს ელოდება. მის შესახვედრად მისული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა, პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, ქეითს თეთრი სათამაშო დათვი აჩუქა. ჰერცოგინიამ საჩუქარი მიიღო და პასუხად შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მადლობა! ამ საჩუქარს ავიღებ ჩემი ქ..." აქ ქეით მიდლტონი სასწრაფოდ გაჩუმდა და გაწითლდა.

ქალაქ გრიმბსის 67 წლის მცხოვრებმა სანდრა კუკმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და ქეითს მიმართა: "გინდოდათ გეთქვათ, რომ ამ დათვს თქვენს ქალიშვილს წაუღებთ?", რაზეც უილიამის მეუღლემ სასწრაფოდ უპასუხა: "არა! ჩვენ არ ვიცით ბავშვის სქესი, უფრო სწორედ არავის ვუმხელთ".

ქეით მიდლტონმა ივლისში უნდა იმშობიაროს. პრინცი უილიამის და კემბრიჯის ჰერცოგინიას შვილი, მიუხედავად მისი სქესისა, ბრიტანეთის ტახტის სრულუფლებიანი მემკვიდრე იქნება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს