არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"

არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"

ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბავშვობაში საქართველოში პირველი სტუმრობა გაიხსენა.

"14-15 წლისა ვიქნებოდი, როცა ლიტველებთან ერთად თბილისში სათამაშოდ ჩამოვედი. არ გვქონდა კვების ტალონები, არადა მატჩის შემდეგ მთელი გუნდი მოშივებული იყო. იოლი წარმოსადგენია, ორ მეტრს აცილებული ჭაბუკები რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

სხვა გზა არ იყო, გადავწყვიტეთ სამ გუნდად გავყოფილიყავით და საშოვარზე წავსულიყავით. ჩემი გუნდი უახლოეს ბინას მიადგა, პირველივე სადარბაზოში შევედით, პირველივე სართულზე, პირველივე ბინის კარზე დავაკაკუნეთ. ოჯახის უფროსმა შეგვიპატიჟა, მისმა მეუღლემ ჩვენი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ კვერცხი შეგვიწვა, სუფრა გააწყო... გემრიელი კერძების გარდა არყითაც გაგვიმასპინძლდნენ. პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა... ძალიან ცოტა.

დამშვიდობებისას ჩვენმა მასპინძლებმა საჭმელებით ცელოფანის პარკები გაგვივსეს და ისე გამოგვისტუმრეს. კულმინაცია მეტად საინტერესო გამოვიდა - ჩვენს მსგავსად გუნდის ორი განაყოფიც სავსე პარკებით მოვიდა", - აღნიშნა საბონისმა.

4 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში არვიდას საბონისსა და ლიტვის კალათბურთის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს პაულიუს მოტეიუნაისს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ.

ყიფიანმა და საბონისმა ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შესახებ ისაუბრეს. სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მზადდება პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი გეგმა.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"