პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები

პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები

ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი და მარტოხელა მამაკაცების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყველაზე სასურველი საქმროები ჟურნალმა დედამიწის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის შეარჩია. ორი მათგანის ცხოვრება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ინტერნეტში მათი ფოტოებიც კი არ მოიპოვება.

1. სიის ლიდერი წარმოშობით კოლუმბიელი, 36 წლის ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილაა. დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტი და მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის კომპანიის SABMiller-ის ნახევარს ფლობს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი კუნძული კარიბის ზღვაში. მისი ქონება 11.7 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

2. 45 წლის ხავიერ ნეილი საფრანგეთიდანაა. მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 179-ე ადგილზეა. მას ერთ-ერთ სექს-შოპში წილი აქვს, რის გამოც ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომაც მოუწია. მას სუტენიორობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა საბოლოოდ ბრალდება მოუხსნეს. ხავიერი Iliad-ის აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს.

3. 30 წლის ამერიკელი სკოტ დუნკანი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში 239-ე ადგილზეა. ქონება 5.1 მლრდ დოლარს შეადგენს. მას მამისგან მემკვიდრეობით Enterprise Products Partners-ის წილი ერგო.

4. 48 წლის ამერიკელი ტორ პეტერსონი 2.3 მლრდ დოლარის მფლობელია. ის შვეიცარიაში ცხოვრობს. უმაღლესი განათლება კი დიუკის უნივერსიტეტში მიიღო.

5. 30 წლის ბრაზილიელმა ედუარდო სავერინმა 2,2 მლრდ დოლარის შოვნა შეძლო. ის Facebook-ის 5%-იან წილს ფლობდა, თუმცა ახლა ნახევარი უკვე გაყიდა. 2011 წელს ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ახლა სინგაპურში ცხოვრობს. ხშირად სტუმრობს ღამის კლუბ Filter.

6. ნიკოლას ბერგრიუენის გაცნობა საკმაოდ რთულია. ის 51 წლისაა. კერძო საინვესტიციო კომპანია Berggruen Holdings-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ქონება 2 მლრდ დოლარს შეადგენს. მას ერთ ქალაქში დასახლებულს ვერ ნახავთ. გამუდმებით მოგზაურობს და უპირატესობას სასტუმროებში ცხოვრებას ანიჭებს.

7. 46 წლის რიჩარდ ლი ჰონგ-კონგიდანაა. აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილია. მისი ქონება 1.9 მლრდ დოლარს შეადგენს. 1991 წელს მამას ფული ესესხა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - აამუშავა სატელიტური ქსელი StarTV. 1996 წელს ბიზნესი 950 მლნ დოლარად გაყიდა და ჩადებულ თანხაზე რამდენჯერმე მეტი მოგება ნახა.

8. 41 წლის ტედი საგი ისრაელიდანაა. ფული Playtech-ით იშოვა. ეს არის კომპანია, რომელიც აზარტული თამაშების საიტებისთვის პროგრამებს წერს. მის ანგარიშზე 1.8 მლრდ დოლარი ინახება. ისრაელში მას ყველაზე ძვირადღირებული სახლი აქვს, თუმცა ამ სახლისთვის დიასახლისი ვერა და ვერ უპოვია.

9. რეიტინგში მოხვდა 36 წლის იაპონელი იოშიკაზუ ტანაკა, რომელმაც კომპანია Gree დაარსა. ის 1.8 მლრდ დოლარს ფლობს.

10. გერმანელი ალბერტ ფონ ტურნ უნდ ტაქსის ქონება 1.5 მლრდ დოლარს შეადგენს. ის ეროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია. გარდა ამისა, მისი გვარი თავადურია. მილიარდელი მარტოხელა 29 წლისაა და გატაცებულია სარბოლო ავტომობილებით.

11. ჯეკ დორსი 36 წლისაა. მან რამდენიმე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Twitter და Square დააარსა. მისი ქონება 1.1 მლრდ დოლარია.

12. რეიტინგს 46 წლის სტლიოს ხაჯი-იოანუ ასრულებს. ის ბრიტანული ავიაგადამტანი კომპანია EasyJet-ის დამფუძნებელია. ქონება 1.05 მლრდ დოლარს შეადგენს. მას რაინდის წოდება აქვს მინიჭებული.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს