ჯენიფერ ლოპესი ანჯელინა ჯოლის ბაძავს

ჯენიფერ ლოპესი ანჯელინა ჯოლის ბაძავს

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სექსუალური ტანსაცმლით მივიდა. წელს Grammy-ის ორგანიზატორებმა ღონისძიების მონაწილეებს სთხოვეს, სიშიშვლის დემონსტრირებას მორიდებოდნენ. მაგრამ როდესაც ჯენიფერ ლოპესს სურს, გამოირჩეოდეს, ვერანაირი აკრძალვა ვერ შეაჩერებს. მომღერლის სექსუალურმა კაბამ გულგრილი არავინ დატოვა.

ლოპესს Anthony Vaccarello-ს შავი, თეძოზე ღრმად ჩახსნილი კაბა ეცვა. 43 წლის მომღერალი ახალგაზრდა საყვარელ კასპერ სმარტთან ერთად კამერის წინ სიამოვნებით პოზირებდა.

საზოგადოება ჯენიფერისა და მსახიობ ანჯელინა ჯოლის კაბის მსგავსებაზე მაშინვე ალაპარაკდა. მსახიობი თითქმის ანალოგიური, ხავერდის ღრმად ჩახსნილი კაბით შარშან "ოსკარს" დაესწრო. პოზაც კი ლოპესს ისეთივე აქვს, როგორც ჯოლის.

ჯენიფერმა მიზანს მიაღწია: ის სტუმრებს შორის აშკარად გამოირჩეოდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება