ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე საპყრობილეში ახალაიას გადაყვანას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბაჩო გლდანიდან მე-7-ში რომ გადაიყვანეს ქურდებთან, მაშინ სუბარმა ესე ახსნა: გლდანის ციხე უსაფრთხო არ არის და სანამ მატროსოვი გარემონტდებაო, მანამდე მე-7-ში ყველაზე უსაფრთხოდ იქმებაო. მერე მატროსოვზე რემონტი რომ მორჩა (რემონტში იგულისხმება სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება), გადაიყვანეს მატროსოვზე. ეხლა ისევ მე-8-ში. არ ვიცი, თან ეს ყოველთვის მაშინ ხდება, როდესაც დასვენების დღეებია და ადვოკატები ვერ შედიან, ეს გუშინ ღამით მოხდა, დღეს სანდო წყარომ, რომელსაც ვერ დავასახელებ, გვითხრა ეს ამბავი. ხვალ დილით 10 საათზე შევა ადვოკატი და გავიგებთ მიზეზებს....

შესაძლოა, ან კამერებმა და მოსასმენებმა ვერ იმუშავა კარგად, ესენი ხომ ბანძები არიან და თავიდან არემონტებენ...

ეხლა არავის იქ არ შეგვიშვებენ, მონიტორინგის ჯგუფიც გააუქმეს და კაცი არ არის შემსვლელი სახალხო დამცველის გარდა, და სახალხო დამცველმა წინა მიმართვაზე როდესაც გადაიყვანეს და ღამით დავურეკეთ, ესე გვითხრა, ხვალ დილით შევალთ, ამაღამ ვერაო... სახალხო დამცველის ინსტიტუტი დღეს "მკვდარზე ვენოკია"", - წერდა ანი ნადარეიშვილი გუშინ გვიან ღამით "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

ნადარეიშვილის პოსტს უფლებათა დამცველი თეა თუთბერიძე გამოეხმაურა:

"ანი, მგონი ვხვდები, ამათ ეს რის გამო გააკეთეს. ხვდებიან, რომ ინფორმატორი (რომელიც ინფორმაციებს გვაწვდიდა მატროსოვის ციხიდან, მათ შორის გაგა მკურნალიძის თავის ჩამოხრჩობის მცდელობაზე და ა.შ.) ვერ გაშიფრეს და ეხლა ეს გამოსავალი მოძებნეს... ერთი ის მაინტერესებს კიდევ, რას უყურებს სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ამდენი ხანი????", - დაწერა თუთბერიძემ.

ასევე იხილეთ:

ანი ნადარეიშვილი თავდაცვის სამინისტროს - თქვენ რა იცით ჯარისკაცის სიყვარული და პატივისცემა

ანი ნადარეიშვილი: "თუ აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ რატომ გადადის ალასანია მაგ კაბინეტში?"

ბაჩო ახალაიას მეუღლე შს მინისტრს მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს