კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის შვილი მოდელობას იწყებს

კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის შვილი მოდელობას იწყებს

სანამ ალეკ ბოლუდინი და მისი მეუღლე ჰილარი ტომასი ბავშვის დაბადებას ელიან, მისი და კიმ ბესინჯერის 17 წლის ქალიშვილი, აირლენდ ბოლდუინი სამოდელო კარიერას იწყებს. გავრცელებული ხმების მიხედვით, აილენდმა უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას სამოდელო სააგენტო IMG Models-თან.

"ბედნიერი ვარ და მზად ვარ მუშაობისთვის", - დაწერა გოგონამ თავის "ტვიტერზე".

აღსანიშნავია, რომ მისმა დედამ, ცნობილმა მსახიობმა კიმ ბესინჯერმა თავისი კარიერა სწორედ მოდელობით დაიწყო.

IMG Models-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სამოდელო სააგენტოა. სწორედ მისი საშუალებით გაითქვეს სახელი ჟიზელ ბუნდჰენმა, კეიტ მოსმა, ტაირა ბენკსმა, ჰეიდი კლუმმა და სხვა წარმატებულმა მოდელებმა.

აირლენდ ბოლდუინის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება. გოგონას მართლაც შესანიშნავი მონაცემები აქვს - მაღალი, ლამაზი სხეული, გრძელი ფეხები და შესანიშნავი სახის ნაკვთები.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია DailyMail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება