ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ

ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ

რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგში" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გიორგი თავის ბოლო სიყვარულზე გულახდილად ჰყვებოდა. გიორგი თავისზე 18 წლით უფროს ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეზე იყო შეყვარებული, თუმცა მისი სიყვარული ცოტა უცნაური გახლდათ. გიორგი ამბობდა, რომ ნანიკოსთან ისეთი ღრმა ურთიერთობა არ ჰქონდა, რომ მის მშობლებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ. ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაერიონ ამ ამბავში, როცა გაიგებენ, რომ ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვაქვსო, ამბობდა. გიორგის არც ის დაუმალავს, რომ ნანიკოს ბავშვსაც არ იცნობდა მაინცდამაინც ახლოს და ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ მათი ურთიერთობა არ იყო ღრმა. წყვილს არ ჰქონდა ერთად გადაღებული ფოტო, ამას იმით ხსნიდა, რომ ერთად საღამოებზე არ დადიოდნენ. ამავე ინტერვიუში ამბობდა, რომ მალე წიგნს გამოსცემდა მაი ლაშაურთან ერთად, რომელსაც იმ გოგოს მიუძღვნიდა, რომელიც ნანიკომდე უყვარდა. გიორგი კეკელიძის წიგნი "მინიატიურები" ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სადაც წერია, რომ ეძღვნება ყოფილ შეყვარებულს, კუს.

ნანიკოსა და გიორგის ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დაწყებული ურთიერთობა სულ რაღაც სამ თვეში დასრულდა. ამ ურთიერთობაზე ნანიკოს საჯაროდ არასდროს მოუყოლია და ამჯერადაც მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გიორგიმ გაავრცელა.ერთ-ერთი ჟურნალისთვის ნანიკოსთან დაშორების შესახებ მიცემული ინტერვიუ რატომღაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე დადო. რა თქმა უნდა, ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც თავად ნანიკოც ჩაერთო. ნანიკოს მეგობრები კომენტარს აკეთებდნენ, ამ სიყვარულის შესახებ რატომ გვიმალავდიო, ნანიკო წერდა, არაფერს ვმალავდი, პრესა ამის შესახებ სულ წერდაო. გიორგის მისამართით კი კომენტარი გააკეთა, არც ვიცოდი, საჯაროდ თუ გააკეთე განცხადება ჩვენ დაშორებაზეო. ღიმილიანი სმაილით იმასაც სწერდა, მადლობა გიორგიო. რა თქმა უნდა, კომენტარებს არ აკლდა მოსაზრება, როგორ არ მოჰბეზრდა ხალხს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. მხოლოდ რამდენიმეს გაუკვირდა რეალურად, რაც გასაკვირი იყო. რატომ დაიდო ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე. რამდენიმე წერდა, ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მსგავს ამბავს უნდა ვიგებდეთო...

ამ ყველაფერში საინტერესო ალბათ ისაა, რომ გიორგი ამბობს, მე და ნანიკოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მეგობრობის სურვილი დაგვრჩაო. გასულ კვირას გიორგიმ "ფეისბუქზე" ურთიერთობის სტატუსში დაწერა, რომ დაკავებულია, რაც მისი რამდენიმე მეგობრის გარდა, ნანიკო ხაზარაძემაც მოიწონა….

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები